LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: შერიგების საფუძველი სინანული და მონანიებაა, ამის ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მეტიც, სააკაშვილი იმუქრება

70
ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ მხარეებს შორის შერიგების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ შერიგების საფუძველი მონანიებაა, რომელსაც მმართველი გუნდი ოპოზიციაში ვერ ხედავს.

კობახიძე მიხეილ სააკაშვილის მიმართვებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სინანული არც მის გამოსვლებში ჩანს და პირიქით, ყოფილი პრეზიდენტი იმუქრება.

როგორც პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რადიკალური ფრთის დაშლის პროცესი იწყება და ამან, შესაძლოა, პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებაში დადებითი როლი შეასრულოს:

“მთლიანობაში ოპოზიციამ, რადიკალურმა ფრთამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ახლა ალბათ ნაწილი მაინც ხედავს, რომ მათი ნაბიჯები, თუნდაც ტაქტიკური თვალსაზრისით, არასწორია. ასეთ დროს ბუნებრივია, იწყება დაშლის პროცესი, რაც ძალიან კარგია, საბოლოო ჯამში, ეს დაშლის პროცესი თუ გაგრძელდება, შეიძლება ამან დადებითი როლი შეასრულოს მთლიანად პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღების თვალსაზრისით 2024 წელის საპარლამენტო არჩევნებამდე.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის დაშლა არის ძალიან კარგი პროცესი ქართული დემოკრატიისთვის…

რაც შეეხება შერიგებას, შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით, უფრო მეტიც ის იმუქრება კიდეც. როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი ზედმეტია, მათ უნდა გადახედონ საკუთარ დანაშაულს, უნდა აღიარონ და მოინანიონ დანაშაულები, მათ შორის, ის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები, რაზეც ბოლო პროცესზე იყო საუბარი.

ასეთ შემთხვევაში, თეორიულად დასაშვებია ფიქრი რაიმე ტიპის შერიგებაზე, მაგრამ ჩვენ ამის რაიმე ტიპის იმედი და ოპტიმიზმის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. მათ ბუნებაში არ ზის არც სინანული და არც მონანიება, ისინი ელემენტარულად ამას ვერ შეძლებენ. ამის რესურსი მათ რომ ჰქონოდათ, არ ჩაიდენდნენ უმძიმეს დანაშაულებსაც რაც 9 წლის მანძილზე და შემდეგ 9 წლის განმავლობაში ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩაიდინეს.” – თქვა კობახიძემ.

“არ წახვიდეთ, აქ ვიბრძოლოთ… ვიცი, რომ პოლიტიკოსების დაპირებების არ გჯერათ, მაგრამ გაიხსენეთ, მე არასდროს მომიტყუებიხართ” – სააკაშვილის საზოგადოებას მიმართავს

“სადაც გინდა გადამიყვანეთ – მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ” – სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g