LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს და ეკლესიას უპირისპირდებიან“ 

133
ირაკლი კობახიძე

„რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა მიმართულია პირდაპირ სახელმწიფოს, ეკლესიის და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებზე წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ქართულ სახელმწიფოსა და ეკლესიას პირდაპირ უპირისპირდებიან.

ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული საღებავი შეასხეს

„ეს არ არის ახალი. ჩვენ ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ ამ ადამიანების, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა არის მიმართული პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა.

ეს არის მათი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი და მთავარი მიმართულება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ.

„ნატა ფერაძე უნდა დაისაჯოს.. აბსოლუტურად სხვა მუხლს იმსახურებს“ - კოკა მორგოშია

„ადეკვატური სასჯელი არის, მაგალითად, ქონების დაზიანება, რომელიც დააზიანა. ის მუხლი, რომელიც ნატა ფერაძეს წაუყენებს, პატიმრობას არ ითვალისწინებს“.

ამას, პირველ რიგში, ქართული საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს და აუცილებლად დაუპირისპირდება. რა თქმა უნდა, მორიგი განაჩენი დადგება ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ესეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას და ჩვენს იდენტობას“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„სამებაში მომხდარმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია“ – უმრავლესობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის კანონის გამკაცრებას გეგმავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები