LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძის განცხადება ერთმნიშვნელოვნად სწორია და ეს შეგვიძლია გავიგოთ, როგორც განწყობის დეკლარირება: მიხეილ სარჯველაძე

105
მიხეილ-სარჯველაძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე დადებითად აფასებს და ამბობს, რომ განცხადება განცხადება ერთმნიშვნელოვნად სწორია, რომელიც შეგვიძლია გავიგოთ, როგორც განწყობის დეკლარირება.

სარჯველაძის თქმით, ეს შეიძლება ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასაც ეხებოდეს, რადგან მისმა განცხადებებმა დისონანსი გამოიწვია.

მართლმსაჯულების პოლიტიზების ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო 2020-21 წლებში 3 დამნაშავის – გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლება: ირაკლი კობახიძე

თუ საქართველო სახელმწიფოა, მიხეილ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს კუთვნილი სასჯელი: ირაკლი კობახიძე

„ირაკლი კობახიძის განცხადება ერთმნიშვნელოვნად სწორია. თუ გავითვალისწინებთ კონტექსტს, როგორ არის იქ განვითარებული მსჯელობა. ძნელი მისახვედრი არ არის რა პრობლემა, რომელსაც ბადებს მსგავსი მიდგომები. პრიორიტეტი უნდა იყოს ქართული სახელმწიფოებრიობისა და საბაზისო ინსტიტუციური დემოკრატიის პატივისცემა და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა. ეს არის ქცევის სტანდარტი და კრიტერიუმი შეფასებისთვის. ეს შეგვიძლია გავიგოთ, როგორც განწყობის დეკლარირება. ეს შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერს, დღეს მაგალითად ქალბატონი ფოტიგას ჩამოსვლა და მისი განცხადებები, რომელმაც გამოიწვია გარკვეული დისონანსი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რეჟიმის სახელით გავრცელებული ირაკლი კობახიძის განცხადება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარაციაა: ნიკა მელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g