LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძის მსგავსად მეც წავალ – მდინარაძე

294
MDINARA KOBAX

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის მსგავსად ისიც წავა პოლიტიკიდან თუ  „ოცნების“ სამი მაჟორიტარობის კანდიდატიდან – ლევან კობიაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ქადაგიშვილი – რომელიმე ვერ მოიგებს არჩევნებს.

მდინარაძის თქმით, “ნაციონალურ მოძროაბას” ჰყავს ბოტების ჯგუფი, რომელშიც ადამიანები ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელების დავალებებს იღებენ.

მისი თქმით, სწორედ ამ ჯგუფის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნიკა მელია გლდანში არჩევნებს პირველ ტურში, 61%-ით იგებდა.

“ეს სისტემა მუშაობს, ფეიკ გვერდები მუშაობენ, ნაცების ბოტები მუშაობენ და ჩაშლილია ახალი დავალებები, მათ შორის თითქოს ნიკა მელია პირველივე ტურში 61%-ით იგებს გლდანში არჩევნებს. ეს დასაცინი ამბავია, ამაზე მოკლეფეხებიანი ტყუილი აღარ არსებობს. ამაზე, მე მგონი, კობახიძემ გაგცათ კარგი პასუხი და შეთავაზებაც ძალაშია. დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი კობახიძეს და ვუერთდები ირაკლი კობახიძის ამ დათქმას. ყოველგვარი სხვა პირობის გარეშე”, – განაცხადა მდინარაძემ.

მითხარიი, კიდევ მითხარი: კობახიძის დაპირებამ ოპოზიცია სიმღერის ხასიათზე დააყენა

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ პოლიტიკიდან წავიდოდა, თუ კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი წააგებდნენ და მათი მოგების შემთხვევაში კი „მთავარი არხის“  დირექტორს მედიიდან წასვლას სთავაზობს.

რა შემთხვევაში წავა კობახიძე პოლიტიკიდან: მორიგი ბრალდებები საარჩევნო დღეს მოსალოდნელ პროვოკაციებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g