კობი ბრაიანტის ქვრივმა ვანესამ სასამართლო მოიგო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის მიერ მისი მეუღლისა და ქალიშვილის დაღუპვის ადგილიდან ფოტოების გავრცელების საქმეზე. მას კომპენსაციის სახით 16 მილიონ დოლარს გადაუხდიან.
ვანესა ბრაიანტი ამბობს, რომ მას დაემართა პანიკური შეტევა, როდესაც პოლიციის მიერ გადაღებული და მედიაში გავრცელებული, ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები ნახა.
შეგახსენებთ, კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯიანა 2020 წლის 26 იანვარს კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. მათთან ერთად კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა.
კობი ბრაიანტის უფროსი ქალიშვილი, ნატალია ბრაიანტი მოდელი გახდა