LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობი ბრაიანტის უფროსი ქალიშვილი, ნატალია ბრაიანტი მოდელი გახდა

267
nataliabryant

გასულ წელს ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტის უფროსი ქალიშვილი, ნატალია ბრაიანტი მოდელი გახდა. ნატალიამ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სამოდელო სააგენტოსთან,  IMG Models-თან გააფორმა კონტრაქტი, რომელთანაც ასევე ბელა და ჯიჯი ჰადიდები, კარლი კლოსსი და სხვა ცნობილი მოდელები თანამშრომლობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამოდელო სააგენტომ გაავრცელა. სიახლეს თან ახლდა ახალგაზრდა მოდელის შავ-თეთრი ფოტოები. როგორც ნატალია ამბობს, მოდელობა მისი ბავშვობის ოცნება იყო და თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულ კალათბურთელს, კობი ბრაიანტსა და მის მეუღლეს, ვანესას ოთხი ქალიშვილი ჰყავდათ. 13 წლის ჯიანა მამასთან ერთად, ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g