მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთი 5-დღიანი დაკეტვის შემდეგ გახსნილია.
როგორც “ფორტუნას” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, დღეს, ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნის შემდეგ განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, აღდგენილია მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმით.
კობი-გუდაურის მონაკვეთი გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, 23 იანვარს, გვიან ღამით დაიკეტა, რის გამოც, ამ დრომდე საქართველო-რუსეთს შორის საავტომობილო მიმოსვლა შეჩერებული იყო. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო გაწმენდითი სამუშაოების წარმოებაც.