LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kodak-მა ფოტოგრაფებისთვის სმარტფონი შექმნა

90

კომპანია „Kodak“-მა სმარტფონი „Ektra“ წარმოადგინა, რომელიც სპეციალურად ფოტოგრაფებისთვის არის განკუთვნილი. სიახლეს 21 მეგაპიქსელიანი ობიექტივი აქვს.

სპეციალურად სმარტფონისთვის აპლიკაცია  „Scene Selection Dial“ შეიქმნა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გადაღების რეჟიმებს შორის სწრაფად გადახვიდეთ. მაგალითისთვის არის HDR, Landscape, Portrait, Macro, Sport, Panorama და Bokeh რეჟიმები, ხოლო აპლიკაციის ფუნქციებს შორის  არსებული Super 8, „კოდაკის“ ფირის ეფექტს შეგიქმნით.

სმარტფონის დიაგონალი 5 დიუიმს შეადგენს და 32 გიგაბაიტიანი მეხისერება აქვს.

რაც შეეხება ფასს, „Ektra“ უკვე გამოვიდა გაყიდვაში დიდ ბრიტანეთში და 449 დოლარი ღირს. უახლოეს მომავალში სმარტფონი მთელს მსოფლიოში გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები