ბიზნესმენ დავით კოდუას აღმკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვს. დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ კოდუა უდანაშაულოა და მას არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს.
ადვოკატების განცხადებით, ფიზიკურ ძალადობას ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმითვე, კონფლიქტი იმის გამო, რომ კოდუა ე.წ. კომენდანტის საათის დროს სახლიდან მიდიოდა და მეუღლეს ეს არ უნდოდა.
ამასთან, უფლებადამცველი განმარტავს, რომ კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ხელზე მყესი აქვს გაწყვეტილი, ამასთან, უროლოგიური ოპერაცია აქვს გაკეთებული და მას ყოველდღიურად ინექცია სჭირდება. მუხრან ღურწკაიას კომენტარს საკითხზე “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენ დავით კოდუას ბრალი წარუდგინა