LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის აშენება იგეგმება

445
_TAB0176

კოჯორში,  25 000 კვ/მ ტერიტორიაზე ახალგაზრდული  სოფლის აშენება იგეგმება. ამის შესახებ ახალგაზრდული პროექტების წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას თქმით, სოფელი მწვანე კონცეფციით გაშენდება და ენერგოეფექტური იქნება.

კონცეფციის მიხედვით, ახალგაზრდულ სოფელში განთავსდება საცხოვრებელი, საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული  ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი ხის კოტეჯები, მედიათეკა, ტექნოლაბი, სარეპეტიციო და სამუშაო სივრცეები, საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების ოთახები,  სასადილო, ღია კაფე, ღია სპორტული მოედნები, ამფითეატრი, სპორტული დარბაზი და აუზი.

„ყველა დიდ ევროპულ ქალაქს აქვს ახალგაზრდული ქალაქი ან ახალგაზრდული სოფელი, რომელიც მულტიფუნქციურია. ის აერთიანებს გასართობ, სპორტულ, რეკრეაციულ ზონებს და რაც მთავარია, საფესტივალო სივრცეს.

ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ახალგაზრდულ ცენტრებთან, ჩვენს დამეგობრებულ ქალაქებთან და მუდმივად მიდის იმაზე საუბარი, რომ თბილისში ჩატარდეს მასშტაბური ახალგაზრდული შეკრებები, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ამისთვის კონკრეტული ინფრასტრუქტურა, ასევე, საფესტივალო სივრცე, ვინაიდან, თბილისი უნდა გახდეს საფესტივალო ქალაქი. კოჯორი იქნება ამ მიმართულებით ძალიან დატვირთული. ერთ მიღებაზე ის 300-ზე მეტ ახალგაზრდას უმასპინძლებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება მწვანე კონცეფციის, ენერგოეფექტური და ხის კოტეჯებით დატვირთული“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

სოფელი წლის ნებისმიერ პერიოდში უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკებს, საზაფხულო და ზამთრის სკოლებს, კონფერენციებს,  კრეატონებს, ჰაკათონებს, ვორქშოფებს, ფორუმებს, ახალგაზრდულ ფესტივალებსა და სპორტულ ღონისძიებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g