LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლმეურნეობის მოედნის ქვეშ სამდონიანი პარკინგი მოეწყობა

134

კოლმეურნეობის მოედნის ქვეშ სამდონიანი პარკინგის ადგილი მოეწყობა, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. მისივე თქმით, სამდონიანი პარკინგის ადგილის მოწყობა კოლმეურნეობის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო. კერძოდ, ორბელიანის მოედანზე გამავალ ორ პატარა ქუჩაზე საკომუნიკაციო და წყალკანალიზაციის სისტემის გამოცვლა უკვე მიმდინარეობს.

დავით ნარმანიას თქმით, კოლმეურნეობის მოედნის რეაბილიტაციისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება და იგი 30 სახლის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.

კოლმეურნეობის მოედნის რეაბილიტაციასთან ერთად ასევე მოხდება ათონელის ქუჩის რეაბილიტაციაც. ამასთან, მშრალ ხიდზე მხატვრებისთვის ახალი სტელაჟები დაიდგმება. სრულიად პროექტზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯება და იგი 2018 წელს დასრულდება.

magti 5g