როგორც ცნობილია, „სუპერ ბოულის“ „აფთერ ფართის“ შემდეგ, მეგან ფოქსმა „ინსტაგრამზე“ იდუმალი პოსტი გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იწვის წერილები. აღნიშნული პოსტის შემდეგ მსახიობმა ექაუნთი წაშალა. დასავლური მედია წერს, რომ 36 წლის ვარსკვლავი საქმროს, კოლსონ ბეიკერს დაშორდა. ინსაიდერების ცნობით, მიზეზი მუსიკოსი ღალატი გახდა. მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ კოლსონ ბეიკერმა მეგან ფოქსს მუსიკოსთან, სოფი ლოიდთან გააბა რომანი.
სულ ცოტა ხნის წინ კი ახალი დეტალები გახდა ცნობილი, ტაბლოიდების ცნობით, კოლსონთან დაშორების შემდეგ, მეგანმა თვალი ემინემს დაადგა. სანამ მსახიობი ექაუნთს გააუქმებდა, ემინემი გამოიწერა.
შეგახსენებთ, მეგანმა 2010 წელს, ემინემისა და რიანას კლიპში, Love The Way You Lie მიიღო მონაწილეობა.