კოლუმბიის დედაქალაქში პომიდვრის საიუბილეო, მე-15 ფესტივალი ჩატარდა. ბოგოტაში ჩატარებული „გრან ტომატინა“ ესპანური ფესტივალის ასლია და ამ შემთხვევაშიც მონაწილეები ერთმანეთს პომიდვრით შეიარაღებულები ებრძვიან.
როგორც CNN წერს, წლევანდელ ფესტივალს 20 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა და ბრძოლას დაახლოებით 45 ტონა პომიდორი შეეწირა.
საინტერესოა, რომ ფესტივალის მიზანი ეკონომიკის წინსვლის ზეიმია, რაც დიდწილად სწორედ პომიდვრის რეალიზებას უკავშირდება.
როგორც ქალაქის მერმა, მიგელ ანდრეს როდრიგესმა განაცხადა: „სუტამარჩანში მცხოვრები ოჯახების 80 პროცენტი თავს პომიდვრით ირჩენს. ეს ფესტივალი მათდამი მიძღვნილი პატივისცემის გამოხატვაა.“
აღსანიშნავია, რომ ფესტივალში გამოყენებული პომიდვრები ან ზედმეტად დამწიფებულია, ან უბრალოდ საკვებად აღარ ვარგა.