LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომაროვის ძველ სკოლას ახალი სკოლა დიდ დიღომში დაემატება – მიხეილ ბატიაშვილი

229974811

კომაროვის სკოლა გაფართოვდება. კომაროვის ძველ სკოლას ახალი სკოლა დიდ დიღომში დაემატება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ავრცელებს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც განხორციელდება და რომლის აქტიური მშენებლობაც მარტში დაიწყება, ეს არის მომავალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი. ეს არის 15 ჰექტარზე განთავსებული მომავალი ქალაქი. ასევე, გაფართოვდება კომაროვის სკოლა. კომაროვი არის ქართული განათლების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, როგორც კომაროვს, ასევე სხვა ასეთ წარმატებულ სკოლებს.

მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ სწორედ დიდ დიღომში იქნება წარმოდგენილი კომაროვის ახალი სკოლა. ანუ, დარჩება ძველი კომაროვის სკოლაც და დაემატება ახალი. შესაბამისად, გაცილებით მეტ ბავშვს მივცემთ შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი დონის განათლება,“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები