კომაროვის სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებული მიხეილ ვაზაგაშვილი სწავლას, სრული დაფინანსებით, კოლუმბიის უნივერსიტეტში (Columbia University) მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელებს. ამის შესხაებ ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი ავრცელებს.
„კოლუმბიის უნივერსიტეტი სიძველით ნიუ-იორკის შტატში პირველი, ხოლო აშშ-ის მასშტაბით მეხუთე უმაღლესი სასწავლებელია. იგი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია მსოფლიოში.
Columbia University-ში სწავლის გადასახადი 374 000$-მდე აღწევს.
მიხეილი:
• CERN-ის მიერ ჩატარებული ფიზიკის კვლევითი კონფერენციის გამარჯვებულია;
• კინგსის ოლიმპიადის ერთხელ მესამე ადგილის მფლობელი და ერთგზის გამარჯვებულია;
• ეროვნული ოლიმპიადის ფინალისტია;
• კომაროვის სასკოლო ჰაკათონში მეორე ადგილის მფლობელია;
• SAT Club-ის პრეზიდენტია;
კომაროვის სკოლა ულოცავს მიხეილს და მომავალშიც მრავალ წარმატებას უსურვებს!“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.