ბოლო დროს სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია უკრაინელი ექიმის, ევგენი კომაროვსკის განცხადებამ, რომელიც დიფტერიის ეპიდაფეთქებაზე წერდა. „ფორტუნა.გე” დაინტერესდა, როდის გააკეთა ეს განცხადება კომაროვსკიმ და ვისთვის იყო ის განკუთვნილი. „ფორტუნა“ დაუკავშირდა ექიმს უკრაინაში, რომელმაც ამ თემაზე განმარტება გააკეთა:
„პირველ რიგში ჩემი განცხადება დიფტერიის შესახებ, განკუთვნილი იყო უკრაინაში მცხოვრები ადამიანებისთვის და ის გავრცელდა ერთი წლის წინ. არ მესმის, რატომ გამოიწვია ჩემმა განცხადებამ პანიკა საქართველოში. ვნახე საქართველოში გავრცელებული მასალებიც, სადაც არასწორად არის ფორმულირებული ჩემი განცხადება, მათ შორის დიფტერიის სიმპტომებზე. იქ ეწერა, რომ თითქოს მე ვამბობ, რომ დიფტერიის სიმპტომია მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი. ეს სიმტომები დიფტერიას საერთოდ არ ახასიათებს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს განცხადება ეკუთვნის უკრაინის მოსახლეობას. საქართველოში არსებული ეპიდმდგომარეობის შესახებ მე არაფერი ვიცი. შესაბამისად, არ მაქვს ინფორმაცია ვაქცინირებული ბავშების შესახებაც“, – განმარტავს კომაროვსკი.