მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და აღნიშნავს, რომ დაშავებული აქციის მონაწილე 22 წლის არის:
„22 წლის ა.თ. რეანიმაციულში გადაიყვანეს!! კომაშია!!
გუშინ, სპეცრაზმელებმა, თვალში მოარტყეს გაზის კაფსულა. მთელი ღამე ოპერაციას უკეთებნენ.
ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ!!! ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია!“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
22 წლის ა.თ. რეანიმაციულში გადაიყვანეს!! :(( კომაშია!! გუშინ, სპეცრაზმელებმა, თვალში მოარტყეს გაზის…
Posted by Nanuka Zhorzholiani on სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024
არსებული ინფორმაციით, აქციის დროს დაშავებული ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც „ფორტუნას“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი 14:30 საათზე გაკეთდება.