LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომენდანტის საათი პირველად იგორ როდიონოვის დროს იყო, მეორედ კიტოვანის, მესამედ კი ახლა გვაქვს, ამის მეშვეობით ხელისუფლებას მშვიდად სძინავს: ანა დოლიძე

267
ana-dolidze

„კომენდანტის საათი საქართველოში სამჯერ იყო. პირველად იგორ როდიონოვის დროს, მეორედ კიტოვანის პერიოდში და მესამედ უკვე 30 მარტიდან მოყოლებული, რომელსაც თითქმის ერთი წელი უსრულდება. ეს არის ცალსახად ავტორიტარიზმის გამამყარებელი საშუალება, რის მეშვეობითაც ხელისუფლებას მშვიდად სძინავს“,- ასე შეაფასა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ დღეს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გარკვეული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით.

როგორც „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ ანა დოლიძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დადოს რეალური გეგმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

„უგუნური შეზღუდვების რეჟიმში 1 წელია ვიმყოფებით. მე ვითხოვდი და ვითხოვ ჭკვიანურ რეგულაციებს. უმაღლესი სასწავლებლები, სკოლები, ბაღები და ყველაზე სერიოზულად დაზარალდა მთის კურორტების მოსახლეობა.

ჭკვიანური რეგულაციებით შეიძლებოდა ამ ვითარების მართვა და არა ისე, როგორც გაკეთდა. მთის კურორტების ჩაკეტვით ისედაც გაჭირვებულ ხალხს ჩვენმა ხელისუფლებამ შემოსავალი წაართვა“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვები იხსნება. კომენდანტის საათი კი კვლავ ძალაში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g