ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულმა ერთ-ერთი შპს-ს დირექტორმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მეწარმეს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის ბალანსზე არსებული სამშენებლო ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი,“ – აცხადებენ სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
„ამ ეტაპზე, აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.