LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომერციული ვაქცინის შემოტანის წინააღმდეგი არ ვარ: ნათია თურნავა

130
თურნავა

ეკონიმიკის მინისტრი ნათია თურნავა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კომერციული მიზნით შემოტანის წინააღმდეგი არ არის. როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განმარტა, მთავარია ქვეყანაში ვაქცინაცია გეგმაზომიერად განხორციელდეს, რადგან ეს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ერთადერთი წინაპირობაა.

„არ მინდა შევიჭრა ჯანდაცვის სამინისტროდან ჩემი კოლეგების კომპეტენციაში, რომელიც საკმაოდ კარგად უძღვება ამ საქმეებს და არ მინდა, შეცდომაში შევიყვანო მოსახლეობა. ერთადერთი დადასტურებული ფაქტი, რომელიც ჩვენ აქამდეც გვქონდა გაცხადებული, არის ის, რომ შემოდის პირველი დოზები და დაიწყება სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია იმ გეგმის მიხედვით, რა გეგმაც ჩვენ გვაქვს. თუ ჩემს აზრს იკითხავთ კომერციულ ნაწილზე, ესეც დასაშვებია და ბევრი ქვეყანა წავიდა ამ გზით, შემოიტანა კომერციულმა სექტორმა და სადაზღვევომაც შემოიტანა. მთავარი არის, რომ ჩვენ გეგმაზომიერად განვახორციელებთ ვაქცინაციას. ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, პრაქტიკულად, ეს არის ჩვენი ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენის ერთადერთი წინაპირობა და მე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი გაკეთდა. არა მარტო ჯანდაცვის სამინისტრო იყო ამაში ჩართული, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო ჩართული, პირადად პრემიერ-მინისტრი იმისთვის, რომ ეს დრო მოახლოვებულიყო და ჩვენ ახლა მასიურ ვაქცინაციას დავიწყებთ“, – განაცხადა თურნავამ.

magti 5g