LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”კომფორტი” ბათუმში ავეჯის მაღაზიას გახსნის

997

ამხანაგობა ”კომფორტი” ავეჯის მაღაზიის გახსნას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” ამხანაგობის დამფუძნებელმა გოჩა კახიძემ განუცხადა, მაღაზია ბათუმში განთავსდება და ე.წ  ”შოუ-რუმის” სახე ექნება.

”ამ ეტაპზე ვეძებთ და ვარჩევთ ფართს. შესაბამისი ტერიტორიის პოვნის შემდეგ, უკვე მალევე გავხსნით მაღაზიას, სადაც ჩვენი პროდუქცია გამოიფინება და გაიყიდება. ამჯერად მხოლოდ დაკვეთებზე ვმუშაობთ, თუმცა მალე სერიულ წარმოებაზე გადავალთ”, – განაცხადა კახიძემ.

მისივე ინფორმაციით, ”კომფორტი”  ავეჯს  ლამინატითა და მდფ-ის მასალით ამზადებს, გასაყიდი ფასები კი 220 ლარიდან იწყება და 350 ლარამდე ადის.

როგორც გოჩა კახიძემ აღნიშნა,  ”კომფორტმა” ცოტა ხნის წინ ვერტიკალური ჭრის დაზგა შეიძინა, რამაც საამქროში არსებული სამუშაო პირობები უფრო გააუმჯობესა. ”პროგრამის „აწარმოე   საქართველოში“   ფარგლებში მოვიპოვეთ დაფინანსება 15 ათასი ლარის ოდენობით, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ჩვენი საამქრო ახალი დანადგარებით აღგვეჭურვა, ამან კი ჩვენი  პროდუქციის თვითღირებულება მნიშვნელოვნად შეამცირა”, – განმარტა ამხანაგობის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, ამხანაგობა „კომფორტი“ 2016 წლის იანვარში დაფუძნდა. ის  ბათუმის გარეუბანში მცირე საამქროს ამუშავებს, სადაც ავეჯს ამზადებს.   საამქროში 4 ადამიანია დასაქმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g