პარტია “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ვაშაძემ გამოთქვა ინიციატივა – ოპოზიციამ შექმნას საგამოძიებო კომისია და არა მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო, არამედ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც გამოიძიოს.
“ჩემი აზრით, თავიდან უნდა დავიწყოთ და კომუნისტებმა რომ ჩაატარეს, ის არჩევნებიც უნდა გამოვიძიოთ, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ და დაამატა, რომ მოქმედი კომისიის არსებობაც მხოლოდ ფორმალობაა.
რაც შეეხება კარლ ჰარცელის მოწოდებას, რომ ოპოზიციამ კომისიაში მონაწილეობა მიიღოს, ხვიჩია აცხადებს, რომ სავალდებულო არაა ისინი ერთმანეთს ეთანხმებოდნენ.
„მე და კარლ ჰარცელი განსხვავებული ადამიანები ვართ, სავალდებულო ხომ არ არის, ერთმანეთს ვეთანხმებოდეთ? კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე შეიარეთ, დააკვირდით და კარლ ჰარცელს თქვენც არ დაეთანხმებით. პრობლემა შინაარსთან გვაქვს, შემადგენლობას არ ვერჩით, მშვენიერი ადამიანები არიან“. – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ფორმალური კომისია არ არის და მას ასევე სჭირდება ოპოზიციის ჩართულობა.
