LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომიტეტმა მოსამართლეთა არჩევის შესახებ ბესელიას კანონპროექტი ჩააგდო

70
beseliaeka_2019-02-21_UEeblI5XywDnK

2 მომხრე, 5 წინააღმდეგი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეთა არჩევის შესახებ ეკა ბესელიასა და 12 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ჯერ კიდევ სხდომის დაწყებამდე განაცხადეს, რომ განხილვა ფორმალური ხასიათის იყო და კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდნენ.

ეკა ბესელიას აზრით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ლობისტად გადაიქცა.

შეგახსენებთ, კანონპროექტი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს. კერძოდ, კანონპროექტით უნდა ჩატარდეს ღია კონკურსი.

კანონპროექტში გაწერილია სამართლიანი და თანასწორი ხმის მიცემის მოთხოვნები, ასევე ინტერესთა კონფლიქტის დროს განსაზღვრული წესები და პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g