LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს სპეციალური ფასდაკლებით აღნიშნავს

807
ახალი ნათება

კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის გახდა.

„ახალი ნათება“ და ავეჯის სალონი „ფორუმი“, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 20 ოქტომბრის ჩათვლით, მომხმარებელს 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს როგორც გასანათებელ მოწყობილობებზე, ისე ავეჯსა და აქსესუარებზე.

აქციით სარგებლობა მომხმარებლებს შეეძლებათ როგორც ახალი ნათების ფილიალებში, ასევე ონლაინ შეძენისას.

აქციის შესახებ დაწვრილებით გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ კომპანიის „ახალი ნათების“ მარკეტინგის მენეჯერმა თაკო წიკლაურმა ისაუბრა:

„ახალი ნათების“ ისტორია XX საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება. კომპანია დღემდე წარმატებით ინარჩუნებს მომხმარებელთა განსაკუთრებულ სიყვარულსა და ლოიალურობას. მისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია, ბაზარზე მოწინავე ტექნოლოგიები და მაღალი ხარისხის პროდუქცია წარმოადგინოს.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს 17 ფილიალით თბილისსა და რეგიონებში, დასაქმებული ჰყავს 200-ზე მეტი თანამშრომელი და ფლობს მძლავრ სასაწყობე ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები