გავრცელდა ახალი ცნობები iPhone-ის მერვე თაობის შესახებ. ცნობილი გახდა კომპანიის სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ,,ვაშლი’’ მომხმარებელს ფასის შესაბამისად, მოდელების ფართო არჩევანის შესთავაზებს. პრეზენტაცია 2017 წლის სექტემბერში, ტრადიციულ კონფერენციაზე შედგება.
გამოცემა Nikkei Asian Review-ს მიხედვით, ახალი მოდელების ორივე მხარე შუშით დამზადდება. წარმოებაზე პასუხისმგებელი კი კომპანიები: Biel Crystal Manufactory და Lens Technology იქნებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია Apple-ის 3 ახალი სმარტფონი iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone 7 SE იქნება.
დეტალური ინფორმაცია შემდეგნაირად გამოიყურება:
iPhone 8 Plus სტანდარტულად 5.5 ინჩიანი დისფლეით განისაზღვრება,
iPhone 8 5 ინჩიანი დისფლეით იქნება წარმოდგენილი
ხოლო iPhone 7 SE სტანდარტულად 4.7 ინჩიან დისფლეის მიიღებს.