ალტერნატიული რეალობის ამსახველ გარნიტურებზე ძალიან ცოტა დეველოპერი მუშაობს. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა – HoloLens-ია, რომელიც Microsoft-ს ეკუთვნის. ცოტა ხნის წინ ჰორიზონტზე გამოჩნდა ახალი პროექტი – Magic Leap. სტარტაპი თავდაპირველად აქტიურად დაიწყო, თუმცა მალევე გაქრა Hi-Tech ასპარეზიდან. ახლახანს დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც ეკუთვნის კომპანია Avegant-ს. კომპანიას გადწყვეტილი აქვს სრულყოფილი AR გარნიტურის შექმნა.
სათვალის პროტოტიპი ამ ეტაპზე საკმაოდ არაელეგანტურად გამოიყურება, თუმცა, როგორც მწარმოებელი აღნიშნავს, ამ ეტაპზე მათი მთავარი გეგმა – მოწყობილობის ფუნქციური სრულყოფაა. მათ უკვე წარმოადგინეს მინი-პრეზენტაცია ვიდეოს სახით, სადაც გარნიტურის მთავარ პლუსებზე აკეთებენ აქცენტებს.
Avegant-ის AR მოწყობილობის დიზაინი ძალიან ჩამოჰგავს HoloLens-ის დიზაინს, თუმცა, სამომავლოდ ვიზუალის მოდიფიცირება იგეგმება და მწარმოებელი HoloLens-ის მთავარ კონკურენტადაც შეიძლება წარმოგვიდგეს.
კომპანია Avegant-ი ცნობილია სხვადასხვა საინტერესო პროექტებით, რომელთა შორისაც იყო პერსონალური კინოთეატრი Glyph, რომელიც VR მოწყობილობასთან სრულ თავსებადობას გვთავაზობდა.