27 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ თბილისის არქიტექტურის ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიების ვერცხლის პარტნიორია კომპანია „ბიესი“ (Building Solutions).
ფორუმის მიზანია, გააფართოოს არქიტექტურის ტრადიციული გაგება და ყურადღება გაამახვილოს იმ უხილავ ასპექტებზე, რომლებიც ქალაქებსა და შენობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს – ემოციაზე, მეხსიერებაზე, კულტურულ ნარატივებსა და მდგრად პრაქტიკებზე.
არქიტექტორები, ურბანისტები, დიზაინერები და სხვადასხვა დარგის პროფესიონალები ერთად იმსჯელებენ თემაზე: „მეხუთე განზომილება: არქიტექტურა როგორც ადამიანური გამოცდილება“.

ფორუმისა და კომპანია „ბიესის“ საქმიანობის შესახებ, გადაცემაში „ბიზნესნიუსი“, „ბიესის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფო ბერიაშვილმა ისაუბრა:
ჰიდროსაიზოლაციო გადაწყვეტილებები, ინტერიერისა და ექსტერიერის საღებავები, ინდუსტრიული იატაკები, ბეტონის დანამატები – სამშენებლო მასალების კომპანია „ბიესი“ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს და ექსკლუზიური პარტნიორია ისეთი ევროპული ბრენდების, როგორებიცაა: Sika, Jotun, Leister, Bekaert, Baumit, Rockwool და სხვა.
კომპანიის პორტფოლიო მოიცავს მასშტაბურ საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს, ასევე, ინდუსტრიულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. „ბიესი“ მომხმარებლებს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ და ინოვაციურ სამშენებლო გადაწყვეტილებებს 2008 წლიდან სთავაზობს, ჩართულია ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მასშტაბურ პროექტში და მსხვილ სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობს. „ბიესს“აქვს ორი ფილიალი – თბილისსა და ბათუმში.
(R)