პირველად საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, პროექტში „Homer Alpha“ ყველა სახლი დაზღვეული იქნება. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ „Homer“ სადაზღვევო კომპანიასთან „ირაო“ პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა.
სადაზღვევო პოლისი ფარავს იმ რისკებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ფიქსირდება საცხოვრებელ სივრცეში. დაცულია შემთხვევები, როდესაც სახლი ზიანდება მეზობლის ფართიდან წყლის გაჟონვის შედეგად, ასევე დაზღვეულია მინის დაზიანება, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები. სახლი დაცულია სტიქიური მოვლენების, ხანძრისა და აფეთქებისგან, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ფინანსურ უსაფრთხოებას გაუთვალისწინებელ და კრიტიკულ სიტუაციებში. დაზღვევა ასევე ვრცელდება მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე, მათ შორის ვანდალიზმზე, ქურდობაზე, ძარცვასა და ყაჩაღობაზე.
აღნიშნული პარტნიორობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პროექტში ყველა დეტალზე წინასწარაა ნაფიქრი, რაც სამომავლოდ მაცხოვრებელთა ბედნიერ და კომფორტულ ცხოვრებას უზრუნველყოფს.
„Homer Alpha“ კომპანიის „Homer“ პირველი, გამორჩეული ხელწერის მქონე პროექტია, რომელიც პერსპექტიულ ლოკაციაზე, ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიურ აუზთან, ბობ უოლშის #36-ში შენდება. ის პირველი პროექტია საქართველოში, რომელსაც ხელით მოხატული ფასადი აქვს.
24 500 კვ.მ ტერიტორია 4 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს. პროექტში ასევე გათვალისწინებულია 7300 კვ.მ რეკრეაციული ზონა, სპორტული, სავარჯიშო, საბავშვო და შინაური ცხოველების სასეირნო სივრცეები. „სმარტერთან“ პარტნიორობით პროექტი სრულად აღჭურვილი იქნება თანამედროვე, ჭკვიანი სახლის სისტემით, რაც მაცხოვრებელთა დაცულ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. საერთო სარგებლობის სივრცეების მოვლა-პატრონობაზე „ბენე კომფორტი“ იზრუნებს. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს მშენებლობის მიმართულებით 35 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „ანაგი“. ასევე პროექტის პარტნიორია თიბისი ბანკი.
„Homer Alpha“ შექმნილია მათთვის, ვისაც თანამედროვე ცხოვრების სტილი და მშვიდი ურბანული გარემო იზიდავს. სულ რაღაც 3 წუთის სავალზეა ქალაქის მთავარი სპორტული ობიექტები: საფეხბურთო სკოლა, ყინულის მოედანი, ტანვარჯიშის დარბაზი, კალათბურთის დარბაზი, ოლიმპიური აუზი, ფეხბურთისა და რაგბის მოედნები.
პროექტით დაინტერესებულ პირებს „Homer“-ი მრავალფეროვან საახალწლო აქციებს სთავაზობს.
31 დეკემბრის ჩათვლით, სახლის შეძენა მხოლოდ 1000 დოლარად არის შესაძლებელი, დამატებით საჩუქრად კი მომხმარებელი 10 000, 15 000 ან 25 000 ლარს მიიღებს.
მათ, ვისაც გარკვეული დანაზოგი აქვს, კომპანია ერთიანი გადახდის ფასდაკლებას სთავაზობს, ხოლო ღირებულება 2 ნაწილად შეუძლია დაფაროს. პირველ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ 50%-ს გადახდა, ხოლო მეორე ნახევარი მშენებლობის დასრულებისას უნდა დაიფაროს.
„Homer“-მა უყურადღებოდ არც ისინი დატოვა, ვისაც ამ ეტაპზე დანაზოგი არ აქვს, მაგრამ სურს ახალ წელს ახალი, განსაკუთრებული შენაძენით შეხვდეს. საახალწლო აქციის ფარგლებში, სახლის შეძენა თანამონაწილეობის გარეშე, თვეში მხოლოდ 490 დოლარად არის შესაძლებელი.
ბანკის სესხით სახლის შეძენის მსურველებს კი კომპანია სპეციალურ ფასს და განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს პარტნიორ თიბისი ბანკთან ერთად.
„Homer“-ში ახალი წლის ჯადოსნური სურვილები სრულდება!
სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა ძალაშია.
(R)
