LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Huawei ახალ Pad 2-სა და Watch S1-ს წარმოადგენს

18

რამდენიმე წელია Huawei სმარტფონების გარდა ახალ მოწყობილობებზე მუშაობს, რომლის შესახებაც მწარმოებელი დიდი ხანია დუმს. გუშინ, ინტერნეტში გაჟონა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ჩინური ბრენდი ტაბლეტურ კომპიუტერს – Pad 2-ისა და ჭკვიანი საათის – Watch S1-ის გამოშვებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ Huawei სუბბრენდის Honor-ის სახელის გამოყენებით ახალი გაჯეტების წარმოებას აპირებს.

Pad 2  8 ინჩიან IPS დისფლეის მიიღებს, რომელიც FullHD გარჩევადობის იქნება. პროცესორი Snapdragon 616-ით განისაზღვრა, ხოლო ოპერატიული მეხსიერება 3 GB-ს შეადგენს. ბატარეა 4800 მილიამპერ/საათიანია, რაც შეეხება კამერებს: ლინზები 8 და 2 მეგაპიქსელიანი იქნება. გაჯეტი Android 6.0 Marshmallow-ზე იმუშავებს, User Interface-ი კი სტანდარტულად Emotion 4.1-ია.

ტაბლეტური კომპიუტერის 16 GB-იანი მოდელი, LTE ტექნოლოგიის გარეშე, სავარაუდოდ 149 დოლარი ეღირება. რაც შეეხება 32 GB-იან მოდიფიკაციას, მისი საბაზრო ღირებულება 193 დოლარს შეადგენს. მაქსიმალური კომპლექტაცია 32 GB-იანი მოდელი იქნება, LTE მოდულით. ლოგიკურია, რომ მე-4 თაობის ქსელების მხარდაჭერით, მოდელი კიდევ უფრო გაძვირდება და მისი საბაზრო ღირებულება 222 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ჭკვიან საათს, იგი ჰერმეტული მეტალის კორპუსით იქნება დაფარული, მრგვალი დისფლეითა და საკუთრივ ოპტიმირებული ოპერაციული სისტემით, ასევე პულსომეტრით. მოდელი 6 დღის განმავლობაში ავტონომიურ მუშაობას შეძლებს და მისი ფასი 103 აშშ დოლარი იქნება. მოწყობილობა ოფიციალურად 25 ოქტომბერს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები