LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია ”ნიკორამ” 5 მლნ დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა

57

”გალთ & თაგარტმა” შპს ”ნიკორა ტრეიდის” 5 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 11% მინიმალური ღირებულებიდან. სარგებლის პროცენტის გადახდა წელიწადში 2 ჯერ განხორციელდება. განთავსების აგენტი ”გალთ & თაგარტი” უზრუნველყოფს იმას,  რომ  ”ნიკორა ტრეიდის” ობლიგაციები უახლოეს მომავალში საქართველოს საფონდო ბაზარზე გაეშვას.

”ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სადებიუტო ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დასრულდა. ეს განპირობებული იყო ინვესტორთა დიდი ინტერესით. ყოველივე ეს კი ფინანსური მოქნილობის ზრდას და მოზიდული რესურსების დივერსიფიკაციას განაპირობებებს. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი პოზიციების გაძლიერებას საკვები პროდუქტების ორგანიზებული რითეილის ბაზარზე”, – განაცხადა ”ნიკორას” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ამჟამად ”ნიკორა” რითეილის ბაზრის 26 %-ს ფლობს.

”გალთ & თაგარტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩილ გაჩეჩილაძოს თქმით კი, ეს არის პირველი საჯარო განთავსება ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებით ბაზარზე საცალო სავაჭრო სექტორიდან.

”მინდა მივულოცო ”გალთ & თაგარტის” გუნდს, რომელიც პროფესიონალიზმის და გამცოდილების წყალობით გახდა საინვესტიცირო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში, როგორც საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g