LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Sony უპილოტო ავტომობილის პროექტს ამზადებს

24

კომპანია „Sony“-მ განაცხადა, რომ აპირებს ჩაერთოს იმ ბრძოლაში, რომელიც „Google“–მ და „Apple“-მ წამოიწყეს. საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ზემოთხსენებული ორივე კომპანია ცდილობს შექმნას უპილოტო ან თვითმავალი ავტომობილი. რაც შეეხება „Sony“-ს, იაპონური კომპანია ეცდება ითანამშრომლოს რომელიმე ძლიერ ავტოკომპანიასთან.

“თუკი ჩვენ დარწმუნებულები ვიქნებით, რომ საავტომობილო ბაზარზე რაიმე სახის გავლენას მოვახდენთ, ჩვენ მაშინ აუცილებლად განვახორციელებთ ამ პროექტს“ – განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა კაზუო ხირაიმ “Financial Time”-სთან ინვერვიუში.

მანამდე კი სანამ იაპონური კომპანია ავტოწარმოებაში მოსინჯავს ბედს, ცდილობს გააფართოვოს საკუთარი წარმოების არეალი და მომხმარებელს ძალიან ბევრ სიახლეს სთავაზობს. ესენია: ვიდეოსენსორები, სმარტფონები, ტელევიზორები. ეს ის მცირე ჩამონათვალია  განახლებული და გაუმჯობესებული ტექნიკისა, რომელსაც კომპანია ძალიან მალე მომხმარებლების წინაშე წარადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები