Sony-ს Walkman-ის პლეერები წლების წინ ძალიან პოპულარული იყო. მოგვიანებით, iPod-ის გამოჩენამ „მოკლა“ მუსიკის მოსმენის ყველა სხვა საშუალება და ფაქტობრივად, ამ სფეროში მონოპოლისტიც გახდა.
თუმცა Sony-მ შეინარჩუნა სახელწოდება Walkman და ისინი თავის ახალ სმარტფონებში „გადაასახლა“. მიმდინარე წელს კომპანიამ პორტატული ციფრული მოწყობილობა Hi-Res გამოუშვა და კიდევ სამი გაჯეტის გამოსვლა დააანონსა.
Walkman-ის ახალი პლეერებია NW-A45, NW-A46 და NW-A47 და სამივე მათგანმა FCC სერთიფიკატი მიიღო. არსებული ინფრომაციით, ახალ მოდელებს ფუნქციები გაცილებით გამარტივებული და გაუმჯობესებული აქვს, ამასთან გაზრდილია ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაც.
ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი, როდის გამოვა პლეერები გაყიდვაში.