LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიამ Oukitel ტელეფონი-ჩაქუჩი გამოიგონა

268

კომპანიამ Oukitel თავისი ტელეფონის რეკლამირებისთვის, საკმაოდ უცნაურ ხერხს მიმართა. მწარმოებლის განცხადებით ტელეფონი ისეთი გამძლეა, რომ ჩაქუჩის ფუნქციასაც თავისუფლად შეითავსებს. ამის დასამტკიცებლად კი ვიდეო რგოლიცგამოუშვეს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ლურსმნების ჩაჭედების შემდეგ ტელეფონს ნამდვილად არაფერი არ დაუზიანდა.

რაც შეეხება მის მონაცემებს, ის 5 დუიმიანი, სუპერდაცული ეკრანით არის აღჭურვილი, 4 ბირთვიანი პროცესორი აქვს, მეხსიერება 1 გიგაბაიტია და ფლეშ მეხსიერება 16 გიგაბაიტი. ფრონტალური კამერა 5 და ძირითადი 13  მეგაპიქსელი. ოპერაციული სისტემა Android 5.1 Lollipop. ტელეფონი-ჩაქუჩი 120 დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები