LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიამ Yamaha წარმოადგინა Motobot-ი

58

კომპანიამ Yamaha წარმოადგინა რობოტი, რომელსაც სარბოლო მოტოციკლეტის YZF-R1M მართვა შეუძლია. სიახლის პრემიერა ტოკიოს ავტოსალონზე შედგა. ამ ეტაპზე სისტემა დამუშავების სტადიაშია. ინჟინერების ვარაუდით, სისტემის დახვეწის შემდეგ Motobot-ი შეძლებს რეალურ ადამიანებთან შებრძოლებას სარბოლო ტრასაზე.

კომპანია Yamaha მიიჩნევს, რომ ის პირველი იქნება, ვინც დანერგავს ახალ ტექნოლოგიებს სერიულ ბაიკებში. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს Google-მა უპილოტო ბაიკის კონცეპტი წარმოადგინა სახელად Ghostrider. მისი შემქნელი, კორპორაციის ერთ-ერთი წამყვანი ინჟინერი ენტონი ლევანდოვსკი იყო, მან ასევე ჰიბრიდული უპილოტო Toyota Prius წარმოადგინა, რომელიც პიცის მიტანის სერვისისთვის იყო განკუთვნილი.

c710c085bd058759a48c0855909387c35cff8a46

d69fd59a4ea862e2464100338121eab42018bc25

https://www.youtube.com/watch?v=4asCK8yamb0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები