LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიები ალტა და მეტრომარტი ერთიანდება

80

კომპანიები ”ალტა” და ”მეტრომარტი” ერთიანდებიან. საქართველოს კონკურენციის სააგენტო “ალტასა” და “მეტრომარტის” კონცენტრაციას დათანხმდა.

სააგენტოს ცნობით, მათ შეტყობინება შპს “ალტასა” და შპს “მეტრომარტს” შორის დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ 2017 წლის 18 ოქტომბერს მიიღეს.

“კონკურენციის სააგენტომ გამოითხოვა და მიიღო ინფორმაცია როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შემოსავლების სამსახური), ასევე შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისგან. მიღებული დოკუმენტაციისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე, სააგენტომ დაადგინა ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილები და კონცენტრაციის დონე, რომელიც გამოითვალა საცალო და საბითუმო სფეროს კომპანიათა წლიური ერთობლივი შემოსავლების მიხედვით.

სააგენტოს ხელთ არსებული მონაცემების შესწავლის, ასევე შესაბამისი დაწესებულებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება – შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის დონე მნიშვნელოვნად არ იცვლება და დაგეგმილი კონცენტრაცია ნორმალურ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია”, – განმარტავენ კონკურენციის სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g