LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში ადამიანების გადასარჩენად შექმნილი დრონი გამოსცადეს

114
2025-07-17_14-47-45_099821

პოლონელმა მაშველებმა გამოცადეს ახალი საფრენი აპარატი, რომელიც მომავალში მთაში დაკარგული ტურისტების ძებნასა და შემდგომ ევაკუაციაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

აპარატს Jetson One ჰქვია. ის მთლიანად ელექტრო ენერგიაზე მუშაობს, აფრენა-დაფრენა ვერტიკალურად შეუძლია, ისევე როგორც ვერტმფრენს, თუმცა ზომაში ბევრად მცირეა. ამ ეტაპზე მოწყობილობას შეუძლია დაახლოებით 20 წუთიანი ფრენის შესრულება, ერთი მგზავრით. მთავარი შეზღუდვა ისაა, რომ პილოტის და აღჭურვილობის ჯამური წონა 90 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს.

ადგილობრივმა სამაშველო სამსახურმა ხაზი გაუსვა დრონის უპირატესობებს: მისი კომპაქტური ზომები და შესაძლებლობა ფრენის დროს გადალახოს ვიწრო ხეობები და ხეებით დაფარული ტერიტორიები, სადაც ვერტმფრენს გადაადგილება უჭირს.

თუმცა, ფართო გამოყენებამდე საჭიროა ორი ძირითადი პრობლემის გადაჭრა — ფრენის დროის გაზრდა და ამ ტიპის საფრენი მოწყობილობების სამართლებრივი რეგულაცია. ამჟამად პოლონეთში არ არსებობს წესები, რომლებიც მსგავსი ტექნიკის გამოყენებას არეგულირებს.

აპარატის შექმნა პოლონეთში დაიწყო, მაგრამ მისი წარმოება იტალიაში გაგრძელდა. ინჟინრებს იმედი აქვთ, რომ 2-3 წელიწადში Jetson One სამაშველო ჯგუფების მუდმივი დამხმარე გახდება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტექნოლოგიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე აქტიურად გამოიყენება. მაგალითად, საფრანგეთში დრონები გემებიდან მომავალი მავნე გამონაბოლქვის აღმოჩენით არიან დაკავებული, ხოლო ესპანეთში — საკანალიზაციო სისტემების მდგომარეობას აკვირდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები