LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპიუტერი უსადენო დამტენით უკვე გაყიდვაშია

46

კომპანია Dell-მა ოფიციალურად წარმოადგინა ნოუთბუქი, რომელიც უსადენოდ იტენება, საუბარია Dell Latitude 7285-ზე და მისი დატენვა დისტანციურად არის შესაძლებელი.

ნოუთბუქი ტრანსფორმერია და მისთვის კლავიატურის მიმაგრება და მოხსნა არის შესაძლებელი. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ეკრანის დიაგონალი 12,3 დიუმს, ხოლო მისი მეხსიერება 8 და 16 გიგაბაიტს შეადგენს.

დასატენად მოწყობილობას კლავიატურა უნდა მიერთოთ, შედეგად პლანშეტი კომპიუტერად გადაიქცევა.

რაც შეეხება ფასს, Dell Latitude 7285-ის ღირებულება 1200 დოლარიდან დაიწყება, ხოლო თუ კლავიატურა დამატებითი ბატარეით გსურთ, 250 დოლარის დამატება მოგიწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები