Finger Thinking Smart Fingerprint Mouse – ეს არის ჩვეულებრივი კომპიუტერის თაგვი, თუმცა ერთი განსაკუთრებული დეტალით. თაგვს აქვს თითის ანაბეჭდის სკანერი. მოწყობილობა Microsoft-ის უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით არის სერთიფიცირებული, ასე რომ მისი გამოყენება Windows 10-ის ავტორიზაციისთვის ფუნქცია Hello-ს საშუალებით არის შესაძლებელი და ის ლოკალური ფაილების დასაცავად არის საჭირო.
სკანერით შესაძლებელია ბრაუზერებში მითითებული პაროლების შეცვლაც – ერთ თაგვს შესაძლებელია 100-მდე ექაუნთი დაუკავშიროთ და პაროლის აკრეფის ნაცვლად მას მხოლოდ თითი დაადოთ.
პროექტის ავტორი კომპანია Xiaomi-ია და მისი ღირებულება 317 დოლარს შეადგენს.
