თუ თქვენ ხშირად გიწევთ კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ჯდომა, აუცილებლად შეამჩნევდით, რომ ხშირად არასწორად ზიხართ. ეს კი სამომავლოდ ზურგის ძლიერ ტკივილს იწვევს. ჭკვიანი მაისური TruPosture კი სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა. ის დამზადებულია ელასტიური მასალისგან, რომელშიც ჩამონტაჟებულია ნანოსენსორები. როგორც კი თქვენ მოიხრებით ან ხერხემლისთვის ცუდ პოზაში დაჯდებით, თქვენს მობილურზე შეტყობინება მოვა ამის შესახებ. ამასთან ერთდ ხერხემალზე ვიბრაციასაც იგრძნობთ და წელშიც გაიმართებით. ჭკვიანი მაისური 99 დოლარი ღირს. წარმოდგენილია როგორც ქალის ასევე მამაკაცის მოდელები.

