LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კომპოტების ხანა დასრულდა, მათ არანაირი სარგებელი არ მოაქვთ“ – უნდა გასინჯოს თუ არა ბავშვმა ადრეულ ასაკში ტკბილეული, ციტრუსი, თხილი… რას ამბობს პედიატრი ეკა ყიფიანი

1342
ეკა ყიფიანი

„ნაჩქარევად მიღებული საკვები, რომელიც არ არის შესაბამისი ბავშვის ასაკთან, ზრდის ალერგიული რეაქციების, დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარების რისკს“, – ამის შესახებ ნატა ხარაშვილის გადაცემაში, „სტუმრად ექიმთან“ პედიატრმა ეკა ყიფიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, 1 წლამდე ასაკის ბავშვისთვის სუფრიდან კვება არ არის დაშვებული, თუმცა ამ ასაკის შემდეგაც მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ბავშვი ულუფას.

გადაცემა ვრცლად ⤵️

კომპოტების ხანა დასრულდა! მას არანაირი სარგებელი არ აქვს – პედიატრი ეკა ყიფიანი

რა უნდა ვიცოდეთ ორგანიზმის გადაციების შესახებ, რომელსაც მშობლები ხშირად გაციებას უწოდებენ. რამდენად ამართლებს საზოგადოებაში გავრცებეული მითები ჩვილთა ჭირვეულობის დროს „საყმაწვილოს“ ნაყენის გამოყენებასთან დაკავშირებით, რა უნდა ვიცოდეთ მსუბუქი დამამშვიდებლების, საპროფილაქტიკო მასაჟის, გაზგამყვანი მილის, ადრეულად მიცემული ტკბილეულისა და ფასიანი თუ უფასო აცრების შესახებ –  ამ თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „სასწრაფო პედიატრის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, პედიატრმა ეკა […]

„1 წლამდე ასაკის ბავშვისთვის სუფრიდან კვება არ არის დაშვებული, თუმცა ამ ასაკის შემდეგაც მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ბავშვი ულუფას. ჩვენ გვაქვს ძალიან გემრიელი, მაგრამ სამწუხაროდ, არაჯანსაღი სამზარეულო. ტრადიციულ კერძებში ვერ ვიცავთ ბალანსს ცილას, ცხიმსა და ნახშირწყალს შორის, არადა, სწორედ ეს არის ორგანიზმის საშენი მასალა და მათი მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.

ნაჩქარევად მიღებული საკვები, რომელიც არ არის შესაბამისი ბავშვის ასაკთან, ზრდის ალერგიული რეაქციების, დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარების რისკს. ჯობია ბავშვს ყველაფერი რაც შეიძლება გვიან გაასინჯოთ. ეს უკეთესი იქნება ბავშვის ორგანიზმისთვისაც და ჩვენც თავიდან ავიცილებთ მასთან კონფლიქტს. რასაკვირველია ნამცხვარი და კოკა-კოლა ძალიან გემრიელია და ბუნებრივია ბავშვს მუდმივად უნდა მათი მიღება. მით უმეტეს, რომ ისინი ვიზუალურადაც მიმზიდველია და ამას ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

მე ბავშვებთან რადიკალური აკრძალვების წინააღმდეგი ვარ, მიეცით მათ თუნდაც კოკა-კოლა, მაგრამ შეაჩვიეთ, რომ ამას არ ექნება ყოველდღიური ხასიათი და მხოლოდ ახალ წელს ან დაბადების დღეებზე შეეძლებათ მიირთვან ტკბილეული“, – ამბობს ექიმი.

რაც შეეხება შაქარს ბავშვის კვების რაციონში, პედიატრი პასუხობს:

„ერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ კომპოტების ხანა დასრულდა. მათ არანაირი სარგებელი არ მოაქვთ. როდესაც ბაღის ან სკოლის მენიუს ვაკვირდები, მუდმივად ვადევნებ თვალს, არის თუ არა იქ კომპოტი. ხარშვის დროს ხილი ფრუქტოზას გამოყოფს, ასე რომ თუნდაც შაქარი არ ჰქონდეს დამატებული, კომპოტი რეკომენდებული არ არის, მით უმეტეს რომ ხილი ხარშვისას ყველა ვიტამინს კარგავს. არანაირი სარგებელი კომპოტს არ მოაქვს. ჯობია ბავშვმა ერთი ვაშლი შეჭამოს, ვიდრე ვაშლის კომპოტი მიირთვას. სასურველია მარილიც ნაკლებად იქნას გამოყენებული ბავშვთა მენიუში. თუ ბავშვს საკვების რომელიმე კომპონენტი არ მოსწონს, ჯობია წინ სხვა ინგრედიენტი წამოვწიოთ და ამ გზით გავაუმჯობესოთ გემოვნური თვისებები, მაგრამ მარილი ნაკლები დოზით მოვიხმაროთ“ – ამბობს ექიმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g