სოციალურ ქსელში კომპოზიტორი მანანა იმედაძე გრიპის ვირუსით გარდაცვლილი რძლის, სალომე ქემაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ის ეხმიანება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გარდაცვლილ გოგონას H!N1 ვირუსის პარალელურად მძიმე დაავადება სჭირდა, რის გამოც გარდაიცვალა. მანანა იმედაძე ამას კატეგორიულად უარყოფს.
გთავაზობთ კომპოზიტორის განცხადებას:
„დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის – ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია,რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება,რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი,ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე,რაც არის სრული აბსურდი!!!!!!!!!! ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!!!!!“


