საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომაპნია “ბილაინი” იგივე შპს „ვიონი საქართველო 270 000 ლარით დააჯარიმა. კომპანია სააბონენტო ნომერს მომხარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე გასცემდა.
“კომისიის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ შპს „ვიონი საქართველო“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს აქტიურად არღვევდა. კერძოდ, ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) სააბონენტო ნომერს მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე გასცემდა, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
შპს „ვიონი საქართველოს“ აღნიშნული დარღვევა ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაუფიქსირდა. პირველ ეტაპზე მას კომისიამ გაფრთხილება მისცა, როგორც ამას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, მეორე ეტაპზე მოხდა კომპანიის დაჯარიმება, გამეორებითი დარღვევის გამო კი კომპანია ამჯერად 270 ათასი ლარით დაჯარიმდა,”- აცხადებენ კომისიაში.