19 მაისს გადაცემაში „ავტორის ხმა“, წამყვანებმა თათა სადრაძემ და გიორგი კობალაძემ ამჯერად სტეფანესთან ერთად ისაუბრეს საავტორო უფლებების დაცვასა და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე.
– (თათა სადრაძე) სტეფანე, პირველ რიგში როგორ შეეგუეთ თვითიზოლაციას?
– მართალია, საკმაოდ მძიმე იყო კარანტინის პერიოდი, მაგრამ მაინც ყველა რეკომენდაცია დავიცავი და არც მიფიქრია შეზღუდვების დარღვევა.
– (გიორგი კობალაძე) რა თქნა უნდა, პანდემიამ ყველას პრობლემები შეუქმნა. რა ხდება მუსიკის სფეროში, თქვენ რას თვლით მთავარ პრობლემად?
– მართალია, ხელოვანებს ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე მაინც მუსიკოსები აღმოვჩნდით, რადგან ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო კონცერტია, დღევანდელ რეალობაში კი, როცა ხალხმრავალი თავშეყრა აკრძალულია, კონცერტის ჩატარება უბრალოდ შეუძლებელია. რადენადაც ვიცი, გერმანიის მთავრობამ მსგავსი პრობლემა მუსიკოსების შემოსავალის დათვლით და დანაკლისის ინდივიდუალურად ანაზრაურებით მოაგვარა.
– (გიორგი კობალაძე) კონცერტებით მიღებული თანხა ქართველი მუსიკოსების მთავარი შემოსავალი იყო, ახლა კი, მხოლოდ საავტორო უფლებით დაცული ჰონორარის იმედად არიან, რაც საკმაოდ მწირია, თუმცა ზოგჯერ ამის გაცემაც ძალიან გვიჭირს, ამიტომ უცხოელ კოლეგებთან გავმართეთ მოლაპარაკება, რათა ჯერ ადგილობრივ მუსიკოსებს ავუნაზღაუროთ თანხა და მხოლოდ შემდეგ დავფაროთ უცხოელთა ვალები.
– აბსოლუტურად გეთანხმებით, სწორედ კონცერტია ჩვენი ძირითადი შემოსავალი. პირადად მე საკმაოდ მაღალი ჰონორარი მქონდა, ამიტომ ახლა დანაზოგით ვცხოვრობ და მეტ-ნაკლებად მშვიდად ვარ, მაგრამ ბევრი ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა.
– (გიორგი კობალაძე) რაში ხედავთ გამოსავალს რთული სიტუაციიდან, ხომ არ ფიქრობთ, რომ მთავრობამ, რომელმაც გარკვეული სფეროებისთვის შეიმუშავა პროგრამა, ხელოვანებსაც უნდა მიაქციოს ყურადღება ან იქნებ თვითონ მუსიკოსებმა მოიფიქრონ რაიმე. მაგალითად ონლაინ გამარ\ტონ კონცერტები?
– მართალია, ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ნაკლებად მჯერა, რომ საქართველოში, სადაც მუსიკოსები პანდემიამდეც ძალიან წვალობდნენ, ახლა დაეხმარება ვინმე. წარმოადგენა არ მაქვს რისი მოფიქრება შეიძლება მდგომარების შესამსუბუქებლად.
– (თათა სადრაძე) საქველმოქმედო კონცერტის შესახებ ხომ არაფერი გსმენიათ, რომელიც ახლო მომავალში იგეგმება?
– კონცერტი საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით იმართება სასტუმრო „სტამბაში“პირველ ივნისს და აუცილებლად პირდაპირი ეთერით გადაიცემა. ალბათ იცით, რომ ფონდი ვირუსით დაზარალებულ, უკუდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ეხმარება, თუმცა აქციაში კომპერციული ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას, რაც ძალიან სასიამოვნოა.
– (თათა სადრაძე) ამგვარი კონცერტის ჩატარებისას თუ იქნება შეზღუდვები და რამდენადაა შესაძლებელი მათი დაცვა?
– კონცერტი სასტუროს უზარმაზარ ეზოში მოეწყობა, ამიტომ თავისუფლად შევძლებთ მოთხოვნილი დისტანციის დაცვას.
– (თათა სადრაძე) არაჩვეულებრივად მღერის თქვენი შვილიც, ისიც მუსიკოსობას ხომ არ გეგმავს?
– სიმართლე ვთქვა, ჯერ თვითონაც არ იცის, რა უნდა. მართალია, კარგი სმენა აქვს, მაგრამ მხოლოდ ოთხი წელი იარა მუსიკისაზე, მერე კი, ძალიან მობეზრდა. ძალიან არ მიყვარს, როცა მშობლები საკუთარ აზრს, გადაწყვეტილებას ახვევენ შვილებს თავზე, ამიტომ ნამდვილად არ ვაპირიბთ რაიმეს დაძალებას და სრულ თავისუფლებას ვაძლევთ პროფესიის არჩევაში.