1-ელ დეკემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი კახა გრიგალაშვილი სტუმრობდა, რომელმაც 8 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტზე, „თბილისური საღამო გრიგალასთან ერთად“ ისაუბრა.
კახა, მოგვიყევი ღონისძიებაზე „თბილისური საღამო გრიგალასთან ერთად“, რომელიც 8 დეკემბერს გაიმართება.
ვფიქრობ, რომ ცუდი საღამო არ უნდა იყოს. კონცერტზე ჩემთან ერთად იქნებიან ჩემი ბიჭები, „ქართული ხმები“ და უნიჭიერესი ბენდი, ჩემს გვერდით დადგებიან ჩემი მეგობრები და ერთად წავიყვანთ ამ საღამოს. კონცერტში მონაწილეობას მიღებს ჩემი შვილი, ანა გრიგალაშვილი. რაც შეეხებათ ბენდის წევრებს, ესენი გახლავთ, გიტარა – დათო ლონდარიძე, დრამი – ლევან აბშილავა, კლავიში – ლევან ჩხაიძე, ბასი – მიშა გოგიტიძე, პერკუსია – დათა ლოლაშვილი, დუდუკი და აკორდეონი – გიგა ლოლაშვილი.
როგორია კონცერტის პროგრამა?
პროგრამის ნაწილი გახლავთ ის სიმღერები, რომელთაც ბიჭებთან ერთად ვასრულებ. იქნება ორი ახალი სიმღერაც. კონცერტი ჩაიწერება და ტელევიზიით გაშუქდება.
ეს ორი ახალი სიმღერა პირადად შენთვის შეიქმნა თუ ძველის განახლება მოხდა?
ამ სიმღერებს ბიჭებთან ერთად შევასრულებ. ორივე ნამუშევარი ძველის განახლებაა.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
კახა გრიგალაშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები