LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონდინციონერები ტრანსპორტში ზაფხულის დადგომისთანავე ჩაირთვება

117

სამარშუტო ტაქსებში კონდინციონერები ზაფხულის დადგომისთანავე ჩაირთვება. როგორც “ფორტუნას” მერიის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ისინი, კონდინციონერების მუშაობას წელსაც გააკონტროლებენ.

სატრანსპორტო კომპანია, აცხადებს, რომ შარშან პრობლემის 100%–ით მოგვარება ვერ შეძლეს, თუმცა კონტროლი კვლავ გაგრძელდება.

“იმას, რომ სამარშუტო ტაქსებში მძღოლები კონდინციონერებს არ რთავენ ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ხშირად ტრანსპორტი ვერ უძლებს კონდინციონერის მუშაობას, ხანდახან თავად მგზავრები ვერ თანხმდებიან იმაზე, უნდათ თუ არა კონდინციონერი. ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი გავაკონტროლოთ”, – განაცხადეს სატრანსპორტო სამსახურში.

“ფორტუნა” კონდინციონერების თაობაზე სამარშუტო ტაქსების მფლობელ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსსაც” დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ კონდინციონერები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზაფხულის დადგომისთანავე ჩაირთვება.

იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულების მიხედვით, გაფუჭებული კონდინციონერის შეკეთება მძღოლის ვალდებულებაა, კომპანია წელსაც ამ ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს.

“იმოქმედებს მონიტორინგის სამსახური და ცხელი ხაზი, სადაც მომხმარებლები შეგვატყობინებენ, თუ მძღოლები კონდინციონერებს არ ჩართავენ”, – განაცხადეს “თბილისის მიკროავტობუსში”

სანამ, სამარშუტო ტაქსებში კონდინციონერების ჩართვის აუცილებლობა დადგება, კომპანია შეამოწმებს ყველა ტრანსპორტს, რომ მათში კონდინციონერები გამართულად მუშაობს. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, მას კომპანია აღმოფხვრის.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები