LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონდინციონერის ჩართვა ზამთარშიც აუცილებელია

34

გადაცემას ”ავტოსერვისი” კონდიცირების სისტემების სპეციალისტი გიორგი ხაჭაპურიძე ესტუმრა.

ზაფხულის სეზონზე აქტუალური ხდება კონდინციონერი…

დიახ, კონდინცირების პრობლემას მძღოლები მხოლოდ ზაფხულში აღმოაჩენენ ხოლმე. უშვებს ჰაერს, მაგრამ არა ცივს, ყველაზე ხშირი საჩივარი ეს არის ხოლმე. ეს უკავშირდება იმას, რომ ზამთარში ავტომობილის კონდინციონერი  უმოქმედობაშია, ამ დროს ხდება მაცივარ აგენტის ე.წ. ”ფრეონის” კარგვა. მძღოლმა სპეციალისტს უნდა მიმართოს. აუცილებელია ზამთარში კონდინციონერმა 2-3 წუთი მაინც იმუშავოს. მაცივარაგენტი, სისტემაში ზეთთან ერთად ცირკულირებს, რომელიც სარქველებს ზეთავს და ამ დროს გაჟონვა მცირდება. საინტერესოა, რომ როდესაც მძღოლი მიდის სპეციალიტთან და ხდება პირდაპირ მაცივარ აგენტის დამატება, ეს შეცდომაა. სიზუსტეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ აკლია, ან მეტია ფრეონი, შესაძლოა  საერთოდ გაითიშოსკონდინციონერი. ამის შემდეგ იწყება მკითხაობა თუ რა სჭირს კონდინციონერს. ბევრი სერვის ცენტრია თბილისში, სადაც თანამედროვე ტექნიკაა, თუმცა ჩემი დაკვირვებით, სპეციალისტი ძალიან ცოტაა. ჩვენთან, ”ავტოტესტ გეორგიაში”, კლიენტის მომართვის შემთხვევაში ჯერ ვუსმენთ მას, თუ რას უჩივის კონდინციონერს, შემდეგ ხდება სისტემის ჰერმეტულობაზე შემოწმება, სპეციალური მოწყობილობით ხდება ფრეონის ამოტუმბვა, აწონვა, ვაკუუმირება და მაცივარ აგენტის უკან დაბრუნება. შემდეგ ხდება ექსპლუატაციაში გაშვება, ტემპერატურის შემოწმება და ა.შ. მაცივარაგენტის ხარისხია ასევე უმნიშვნელოვანესი რამ. იყო პერიოდი როდესაც ფალსიფიცირებული შემოდიოდა.

თანამედროვე ავტომობილებს აქვთ ბევრი დახვეწილი ელექტრონული სისტემა…

მთავარი მექანიზმები იგივე რჩება, ეს მაინც სამაცივრო სისტემაა. გამახვილებულია ყურადღება კლიმატის კონტროლზე, მართვის სისტემები შეიცვალა. ჰაერის  განაწილება ხდება სხვადასხვანაირად, მაგალითად ერთსა და იმავე ავტომობილში ერთ მხარეს შესაძლოა ცივი ჰაერი უბერავდეს, მეორეზე კი თბილი.

მსმენელებს მივცეთ რჩევები, როგორ უინდა გავუფრთხილდეთ კონდინციონერს?

ნომერი პირველი წესი მისი სწორი ექსპლუატაცია და სწორი სერვისია. აუცილებლად კომპეტენტურ სპეციალისტებს მიმართეთ.

მსმენელი: – მყავს ”გოლფ 4”. 2001 წლის მოდელი. კონდინციონერის ”პაჩებნიკს” აქვს ხმა. ხელოსანმა მითხრა, რომ უნდა მოვხსნა, მაღაზიაში წავიღო და ასე ვიყიდო…

ეგ საკისარი რთული საშოვნელი არ არის, თუმცა მოხსნა აუცილებელია.

მსმენელი: – მყავს ოპელ ასტრა G”. კომპრესორის მაგნიტი არ მუშაობს, როგორც მითხრეს, როგორ უნდა მოვიქცე?

მობრძანდით ჩვენთან, ეს პრობლემა კარგად არის ჩვენთვის ცნობილი. შეიძლება შეცვლაც და შეკეთებაც. აღმაშენებლის ხეივანზე, ”ტოიოტას” ცენტრის გვერდით, ”ავტოტესტ გეორგია”-ში.

მსმენელი: – სააბი 9/5 მყავს. ციფერბლატზე მიჩვენებს რომ ჩართულია, მაგრამ არ უბერავს…

არ არის გამორიცხული სალონის ფილტრი იყოს გაჭედილი. ხმაც თუ არ ისმის, ელექტრიკოსი გჭირდებათ.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები