LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონფედერაციის თასზე გოლებს ვიდეოსისტემა მიხედავს

90

ფიფა რუსეთის სტადიონებზე გოლის გარკვევის სისტემას დააყენებს.
სტადიონები, რომლებიც 2017 წლის კონფედერაციის თასის მატჩებს უმასპინძლებენ, გოლის განსაზღვრის ვიდეოსისტემით აღიჭურვება.

მოწყობილობების მონტაჟს უშუალოდ ფიფა მიხედავს.

”ეს აუცილებლად გაკეთდება. უკვე მომავალ წელს. შემდეგ მათ მსოფლიო ჩემპიონატამდე დატოვებენ. ხოლო მუნდიალამდე ყველა სხვა არენაზეც დააყენებენ”, – სიტუაციაში უკეთ გაარკვია უეფას სამსაჯო კომიტეტის წევრმა ნიკოლაი ლევნიკოვმა.

კონფედერაციის თასის მატჩები 2017 წლის 17 ივნისიდან 2 ივლისამდე მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ყაზანსა და სოჭიში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები