LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონფერენცია „eCommerce Day“ თბილისში მესამედ ჩატარდება

110
კონფერენცია

იქომერს ასოციაცია საქართველოს“ ორგანიზებით, 31 ოქტომბერს, სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, უკვე მესამედ, ყოველწლიური კონფერენცია „ეელქტრონული კომერციის დღე“ ჩატარდება, რომელზეც საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები სფეროს სიახლეებზე, გამოწვევებზე, ინოვაციებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

ღონისძიების მნიშვნელობის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ ყურადღება „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ თავმჯდომარემ ლადო კანდელაკმა გაამახვილა:

სფეროში დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს გლობალური პარტნიორობების გაღრმავებას და ახალი პროფესიული კავშირების დამყარებას.

წელს საქართველოს ეწვევიან ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Amazon Web Service, IE Tech School, Visa და სხვა.

2025 წლის კონფერენციის მთავარი თემებია: ხელოვნური ინტელექტი იქომერსში; ლაივ და სოც-მედია იქომერსი; ონლაინ სერვისების პლატფორმები.

ღონისძიების მთავარი პარტნიორი: საქართველოს ბანკი ბიზნესი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g