LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ პუტინთან პირდაპირი დიალოგის გზით, ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე: ვოლოდიმირ ზელენსკი

162
ზელენსკი - პუტინი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი დიალოგის გზით, ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე“. აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა Bild-თან ინტერვიუში გააკეთა.

როგორც ზელენსკი აცხადებს, მას პირდაპირი კონტაქტი ვლადიმერ პუტინთან არ ჰქონია.

„ყველა მოლაპარაკებაში ჩემი მიზანია რუსეთთან ომის დასრულება. ასევე მზად ვარ გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად. შესაძლებელია კომპრომისზე წასვლა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის ღალატი. მეორე მხარეც მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ კომპრომისზე წავიდეს… მხოლოდ ასე შეგვიძლია გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან.

დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ.  პრეზიდენტებს შორის პირდაპირი კონტაქტი ჯერ არ გვქონია. მხოლოდ ორ პრეზიდენტს შორის პირდაპირი მოლაპარაკების შემდეგ შეგვიძლია დავასრულოთ ეს ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

magti 5g