LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონგრესი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნებზე“ – ევროპის საბჭოს კონგრესის დეკლარაცია

135
ევროპის საბჭოს დეკლარაცია

„კონგრესი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნებზე, რასაც თან ახლავს საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაცია და ისეთი კანონების ამოქმედება, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს სტანდარტებს“ – აღნიშნულის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ დეკლარაციაშია ნათქვამი.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „ეს მოვლენები დაგმობილ იქნა კონგრესის პრეზიდენტის განცხადებებში, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონისა და ანტი-LGBT საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედებას ეხებოდა, ისევე როგორც ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ”:

„კონგრესი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნებზე, რასაც თან ახლავს საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაცია და ისეთი კანონების ამოქმედება, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს სტანდარტებს.

ეს მოვლენები დაგმობილ იქნა კონგრესის პრეზიდენტის განცხადებებში, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონისა და ანტი-LGBT საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედებას ეხებოდა, ისევე როგორც ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

მეტიც, კონგრესის სამონიტორინგო კომიტეტმა 2024 წლის 2 ივლისის განცხადებაში ხაზი გაუსვა დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტებისგან საქართველოს გადახვევის რისკს, რასაც ამწვავებს განსხვავებული მოსაზრებების გამომხატველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმები, დაშინება და სხვადასხვა ფორმის ზეწოლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g